"ჩემი სტატია "Le Monde"-ში იყო რეაქცია სხვა სტატიაზე, რომელიც ამავე გაზეთში ევროპელი ლიბერალების ლიდერმა ბატონმა ვატსონმა გამოაქვეყნა და რომელიც იყო იმ ოლიგარქის მიერ ინსპირირებული ვინც ვახსენეთ", _ აცხადებს საქართველოში მყოფი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტესი "Le Monde"-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით სახელწოდებით "მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას საქართველოში"
"ჩემი სტატია "Le Monde"-ში იყო რეაქცია სხვა სტატიაზე, რომელიც ამავე გაზეთში ევროპელი ლიბერალების ლიდერმა ბატონმა ვატსონმა გამოაქვეყნა და რომელიც იყო იმ ოლიგარქის მიერ ინსპირირებული ვინც ვახსენეთ.
ეს ჩემი მოვალეობა იყო მქონოდა რეაქცია ამ ყველაფერზე, რომ მომეხდინა ევროპარლამენტის წევრებისა და სხვა ლიდერების ინფორმირება დებატების წინ, რომელის ევროპარლამენტში იგეგმებოდა.
მე ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი არ იყვნენ კარგად ინფორმირებულები იმის შესახებ თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში მრავალწლიანი რეფორმების შემდეგ. ეს ჩემი მოვალეობა იყო, როგორც ევროპის უდიდესი პოლიტიკური ოჯახის პრეზიდენტის, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია და მე ეს გავაკეთე რადგანაც ამას შედეგიც მოყვა, ევროპარლამენტში დებატების დროს", _ აცხადებს ვილფრედ მარტესი "რუსთავი 2" -თვის მიცემულ განმარტებაში.
მარტენშ ასევე აცხადებს, რომ ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიაში, როგორიც საქართველოა რეფორმებისა და იდეების გატარება ვალდებულებების აღებას და სიმამაცეს მოითხოვს.
"მეთოდები, როგორებიცაა ამომრჩევლების მოსყიდვა და პოლიტიკისა და ფულის ერთმანეთში არევა არის ყოფილი კომუნისტური რეჟიმის მეთოდები და ეს დემოკრატიისათვის მიუღებელია.
ახალგაზრდა დემოკრატიისათვის ძნელია შეინარჩუნო ის პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მეგობრები ინარჩუნებენ და ჩვენ მათ ამ მცდელობებში მხარი უნდა დავუჭიროთ და ჩვენ თავს ვესხმით ფულისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევას", _ აცხადებს მარტენსი.
შეგახსენებთ, რომ "Le Monde" -ში გამოვეყნებულ სტატიაში მარტენსი აცხადებდა, რომ სააკაშვილის ძირითად მოწინააღმდეგე ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების ყიდვა სურს.
"მას საკმარისი სახსარი აქვს, მის ქონებას Forbes - ი 6,4 მილიარდ ევროდ აფასებს. ის რაც თავისთავად არ არის პრობლემა, პრობლემად იქცევა მაშინ როდესაც ასეთი რესურსები მოქმედებას იწყებენ იმისათვის, რომ უკანონო ქმედებები განხორციელდეს", _ წერდა მარტენსი.
ავტორი წერს, რომ ლობისტების მთელი არმია ცდილობდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპელი პარლამენტარების, ფუნქციონირების, ინტელექტუალებისა და ჟურნალისტების დარწმუნებას იმაში, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია არ არის ის რადაც თავს ასაღებს და მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია მისი გადარჩენა: მილიარდერ-ფილანტროპს ბიძინა ივანიშვილს.
"სამწუხაროდ, ამ ზღვარგადასულ ძალისხმევას, რომლითაც მობილიზებულია ათობით ფიარ-სააგენტო, რომელთა შორისაც არის პარიზის, ბერლინის, ლონდონის და ვაშინგტონის ყველაზე ძვირადღირებული სააგენტოები, თან ასევე სდევს ათობით მილიონი დოლარის ხარჯვა თავად საქართველოში სამწუხაროდ, არც თუ მთლად ფილანტროპული მიზნებისათვის", _ წერს ავტორი და აგრძელებს: "ხმების ყიდვა, ათობით ათასი თანამგზარული ანტენა, მაცივრები და ტელევიზორები, რომლებსაც პოლიტიკური პარტია არიგებს, არჩევნების სამეთვალყურეო პარალელური სტრუქტურები რომლებსაც კვლავაც ეს სტრუქტურა აფინანსებს -აი რა ახასიათებს "ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილის პარტიას", _ წერდა ვილფრიდ მარტენსი და ევროპის ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა.