ევროკავშირის ელჩს,ფილიპ დიმიტროვს,დღეს,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის,ქუთაისის ორგანიზაცია მასპინძლობდა. დიმიტროვი მოძრაობის წევრებს მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრა და პარტიის მუშაობის პრინციპებს გაეცნო. ევრიკავშირის ელჩმა აღნიშნა,რომ არჩევნები გამოცდაა,რომელიც ქვეყანამ უნდა ჩააბაროს. არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული და კონკურენტ უნარიანი.
დიმიტროვმა ქუთაისში ქრისტიან-დემოკრატების მუშაობა და საარჩევნო მზადება დადებითად შეაფასა. ქდმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის,დავით დვალის განცხადებით,ევროკავშირის ჩართულობა არჩევნებში სტაბილურობისა და პროცესის სამართლიანად ჩატარების გარანტი იქნება.