ორსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ კახეთის რეგიონში მდინარეების ადიდება გამოიწვია. გურჯაანის რაიონში ახტალისა და ნავთისხევის ადიდების გამო ჯურჯაანი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დღეს დილით ჩაკეტილი იყო. ტრანსპორტის მიმოსვლა რამდენიმე საათის წინ აღდგა.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.
რეგიონის მასშტაბით მდინარეებსა და ხევებში წყლის დონე მომატებულია. კახეთის რეგიონში წვიმა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები