ბათუმში კიდევ ერთი კაფე რესტორანი გაიხსნა.
"კანაპე", რომელიც გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს საკუთარ კლიენტურას ევროპულ კერძებს, განსხვავებულ კოქტეილებსა და სასიამოვნო მუსიკას შესთავაზებს.
დახურული რესტორანის გარდა, აქ ღია კაფეც მოქმედებს. რესტ-კაფე "კანაპე", სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, ერთდროულად 130-მდე ადამიანის მიღებას შეძლებს.