ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდება. როგორც ,,მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკელი სენატორი აღნიშნავს, "მას უფრო რუსეთის მხრიდან შემდგომი დაშინების მცდელობები აშინებს".
"მე ვენდობი ქართველი ხალხის არჩევანს და დარწმუნებული ვარ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. უფრო მეტად მაშინებს რუსეთის მხრიდან შემდგომი დაშინების მცდელობები. ამიტომ ვცდილობ, გავაკეთო ყველაფერი, რათა დავრწმუნდე, რომ საქართველოს თავდაცვითი იარაღი აქვს", - განაცხადა მაკეინმა, რომელიც მონაკოში მიმდინარე ეუთოს შეხვედრებში მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას - "საქართველოში არსებული ვითარება" უყრიან კენჭს.