გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ვენახები და სიმინდის ნათესები დაისეტყვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩუმლაყის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა აბო კასრელიშვილმა განუცხადა, ზარალი დაახლოებით 40% შეადგენს.
„სეტყვა გუშინ საღამოს მოვიდა და დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ზარალის ზუსტი ოდენებო ჯერ უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ის 40% შეადგენს. სოფელში ნაკვეთები ზოგიერთ მონაკვეთში დაისეტყვა", - აღნიშნა აბო კასრელიშვილმა.