,,რეზოლუცია რუსეთს მიანიშებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ საქართველოს მხარესაა", - აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტის კომენტირებისას.
,,რეზოლუცია რუსეთს მიანიშნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ საქართველოს მხარესაა. იგი ყურადსაღები იქნება საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალებისთვის, რათა საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, ვგულისხმობ, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებმაც პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ექსტრემიზმზე უნდა აიღონ და თავიანთი მოქმედება დემოკრატიულ კალაპოტში მოაქციონ", განაცხადა ჟურალანისტებთან ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას - "საქართველოში არსებული ვითარება" უყრიან კენჭს.