საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი თერჯოლის რაიონის სოფელ აჯამეთში იმყოფებოდა. პრემიერი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და იმ გლეხებს შეხვდა, რომელთაც მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის აღდგენა მოითხოვეს. ხიდი წყალდიდობის დროს დაინგრა.
მერაბიშვილი ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.