,,ის, რაც დღეს ლავროვმა თქვა არის იმის აღიარება, რომ ეს ინტერვენცია იყო და არავითარი კავშირი რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან არ ჰქონდა", - განაცხადა ჟურნალისტებთან უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ლავროვის განცხადების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ რუსი მაღაჩინოსნების მხრიდან უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის განცხადებების რაოდენობა მოიმატებს.
,,ის, რაც დღეს ლავროვმა თქვა არის იმის აღიარება, რომ ეს ინტერვენცია იყო და არავითარი კავშირი არ რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან არ ჰქონდა. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი დრო გაივლის მით უფრო მეტი იქნება აღიარებითი ჩვენებები რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან და მით უფრო მყარი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობაში აზრი, რომ ეს იყო უბრალოდ აგრესიული ქმედება რუსეთი-საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ,,ნატოში" გაწევრიანება შეფერხებინათ", _ განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში რუსეთი ინტერვენცია აღიარა.