"კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს ქონების დაყადაღების შემთხვევაში თავისი საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშლება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ადვოკატთა ჯგუფის წევრმა არჩილ კბილაშვილმა რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შესაბამისად ,,ქართული ოცნება" პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
,,შესაძლებელია მოხდეს პარტიების ქონების დაყადაღება, შესაძლოა მოხდეს ოფისებიდან პარტიების გამოსახლება და ამ ყველაფრით პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეშლებათ", - განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავის უფლებამოსილებას არაკანონიერად იყენებს.
,,როდესაც ისეთ მოცემულობაში ხარ, რომ არჩევანი კრედიტორს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გააჩნია, მოვალის პოზიციაა კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს. კანონის მოთხოვნებს, რომელსაც კრედიტორი ირჩევს ის მისი არჩევანი იქნება და შესაბამისად თავის არჩეულ ველში მოქმედებს. ამიტომ ჩემი პირადი აზრია, იმ შემთხვევაში, თუ გამოსახლება მოხდება, ეს ხელისუფლებისგან კანონით მინიჭებული უფლების არამართებული გამოყება იქნება. პირველ რიგში იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყეტილება პოლიტიკურია და როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ის უკვე პოლიტიკური ქმედებაა და კანონის სივრციდან გასულია", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები სასამართლომ 2 383 097 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის გადახდის ვადა კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს დღეს ეწურებათ.