კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა ამოეწურათ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიციის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, მათ აღსრულების შესახებ სპეციალური დადგენილება ამ დრომდე არ მიუღიათ.
"სასამრთლომ გადაწყვეტილება უკანონოა. ქართულ ოცნებას" აღსრულების ეროვნული ბიუროსგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ სპეციალური დადგენილება კი ამ დრომდე არ მიუღია, _აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესელიამ.
მისი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონო იყო, რადგან კოალიციაში შემავალ პარტიებს ,,პოლიტიკური პარტიების შესხებ" კანონში შემავალი არც ერთი პუნქტი არ დაურღვევიათ. "შესაბამისად ჯარიმა სრულიად უკანონოდ დაგვაკისრეს და არც ანგარიშზე არ გავქვს შესაბამისი თანხა ჯარიმის გადასახდელად", _ განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურებათ. სასამართლომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები 2 383 097 ლარით დააჯარიმა.