აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ტრაბზონის გუბერნატორს, მერსა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს უმასპინძლა. 9 წევრიანი დელეგაცია რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ლევან ვარშალომიძემ დელეგაციის წევრებს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემო გააცნო. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ვაჟა ბოლქვაძეც ესწრებოდა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც რეგიონულ დონეზეც უნდა განმტკიცდეს. ასევე, საუბარი შეეხო ქალაქში დასრულებულ,მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ სამშენებლო პროექტებს.
ტრაბზონის დელეგაციის წევრები ბათუმს დღესვე დატოვებენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ბათუმის ღირსშესანიშნაობებსა და ბოტანიკურ ბაღს დაათვალიერებენ.