საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ჭიათურის მოსახლეობას მთავრობის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები გააცნო.
"ჩვენი პროგრამის მთავარი სარგებელი, რომელსაც ჰქვია "მეტი სარგებელი ხალხს", არის ის, რომ ბოლო რვა წლის წარმატებებმა საშუალება მოგვცა, ქვეყანაში შემოსავალი და ბიუჯეტი გაგვეზარდა. ბიუჯეტი გასული რვა წლის განმავლობაში გაიზარდა ათჯერ და უფრო მეტად. დღეს უკვე დადგა დრო, გავაკეთოთ სიკეთე, ისეთი რამე, რომელიც იქნება ყველასთვის ხელშესახები და პირდაპირ შევა თითოეული ქართველის ოჯახში", - განაცხადა მერაბიშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას.
შეგხსენებთ, მიხელ სააკაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურის რაიონში იმყოფებოდა.