საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჭიათურის რაიონში იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მაღალმთიან სოფელ ხრეითში გაემგზავრა. პრეზიდენტის ,,ფეისბუკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 18-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი ავტობუსით მათთან ერთად გაიარა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.
ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათთვის საჭირბოროტო საკითხების თაობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხრეითი იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები მთიანი რაიონების სოფლებში.