საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით, ევროპარლამენტში სწორედ ის მოხდა, რაც ტელეკომპანია "მაესტროს,, მიერ გავრცელებულ ჩანაწერშია ნათქვამი.
ამის შეასახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პრემიერის დიალოგზე განაცხადა, რომელიც წუხელ "მაესტრომ" გაავრცელა. ჩანაწერი "რუსთავის 2"-ის პირდაპირ ეთერში ვანო მერაბიშვილის ჩართვამდეა ჩაწერილი და პრეზიდენტი ევროპარლამენტში ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენლების კრახზე საუბრობს.
,,ვნახე ეს ჩანაწერი, როგორც ჩანს ეს იყო დატოვებულ კამერაში, ჩემთვის გაუგებარია რა ხერხებით მოხვდა ის მაესტროში, რატომ აიტვირთა იუთუბში და რატომ მოხდა სასწრაფოდ იქედან მისი წაშლა, ვფიქრობ, რომ იქ არაფერი ისეთი არ არის, პრეზიდენტის მოსაზრება არის გამოთქმული, თუ როგორ დამთავრდა ევროპარლამენტში დებარტები. ეს დაბატები ვნახეთ, ზუსტად ისე დამტავრდა რა შეფასებაც იყო გამოყენებული. საქართველომ მიიღო მხარდაჭერა, ხოლო დესტრქუციულმა მცდელობებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება ისე დახატონ, როგორც არ არის განიცადა სრული კრახი,, - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ ასეთი ბედი ელის ყველა იმ ადამაინს ვინც საქართველოს დაზარალებას ელის.