სეპარატისტულ აფხაზეთში უძრავ ქონებას ყველაზე აქტიურად რუსი ეროვნების ადამიანები იძენენ, მეტიც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული უძრავო ქონების მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეთა 15 % აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს. რუსეთის მოქალაქეთა შორის მოსკოველები და სანქტ-პეტერბურგელები ჭარბობენ.
"2009 წლის მონაცემების ყიდვის მაჩვენებლის მიხედვით რუსი ეროვნების მოქალაქეები უცხოელთა შორის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზე არიან _ მათმა წილმა უცხოელი მყიდველების საერთო რაოდენობიდან 85 % შეადგინა". _ ნათქვამია უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო "Gordon Rock"-ისა და სეპარატიტული აფხაზეთის უძრავი ქონების სააგენტოს "სტრანა მიმოზ"-ის ანგარიშში.
ამასთან ერთად ანგარიშში დაზუტებულია ისიც, რომ უცხოელი მყიდველების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 10 % -ს თურქი ინვესტორები შეადგენენ. 2 % უკრაინის მაცხოვრებლები, დანარჩენი 3 % კი სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, უმეტეს წილად კი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებიც.
"რუსი ეროვნების ადამიანებს შორის ყველაზე აქტიურები ქალაქების _ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლები არიან. მათზე შემდგარი გარიგებების 70 % მოდის",_ ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა ყველაზე პოპულარული ადგილი უძრავი ქონების შესყიდვებისათვის სოხუმი და სოხუმის რაიონია. მასზე მოთხოვნათა 41 % მოდის. ამის შემდეგ მოდის გაგრა და გაგრის რაიონი 23 %, ბიჭვინთის რაიონი 12 % და გუდაუთის რაიონი 11 %.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეები სეპარატისტულ აფხაზეთში უმეტეს წილად საცხოვრებელ კერძო სახლებს ყიდულობენ. კერძო სახლებზე მოთხოვნა დიდია. კერძო სახლებზე მოთხოვნის მაჩვენებელმა 45 % შეადგინა. მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნამ 28 % შეადგინა. კომერციულ უძრავ ქონებაზე 19 %. ამავე დროს, ბინების ყიდვის მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 9 %-ია.
რუსული მედია იუწყება, რომ ზემოთაღნიშნულ რუსეთის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (47 %) აფხაზეთში საცხოვრებელ სახლს ზღვაზე დასვენებისათვის ყიდულობს. 15 %-ს აფხაზეთში კერძო საკუთრება ბიზნესის წარმოებისათვის სჭირდება. რუსეთის მოქალაქეთა 23 % კი აფხაზურ უძრავ ქონებაში ფულს მომავალში ფასების გაზრდისა და იჯარით გაცემიდან მნიშვნელოვანი სარგებელის მიღების იმედით დებს.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის, რომ აფხაზეთში უძრავი ქონების მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეების 15 % აცხადებს, რომ ისინი მზად არიან აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ",_ ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ 80 000 რუსულ რუბლამდე ღირებულების უძრავი ქონება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა 46 % აქვს. 1,5 მილიონ რუსულ რუბლამდე ღირებულების ქონება 35 % შეიძინა. 3 მილიონი რუსული რუბლი აფხაზეთში არსებულ უძრავ ქონებაში რუსეთის მოქალაქეთა მეოთხედმა გადაიხადა. ხოლო 3 მილიონ რუსულ რუბლზე მეტი კი აფხაზეთში არსებულ ქონებაში 12 % აქვს გადახდილი.