ბათუმში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მუნიციპლურ ტრანსპორტს კიდევ ერთი მარშრუტი - ნომერი 13 დაემატა, რომელიც ჩაქვის მიმართულებით, 08.00 საათიდან 21.00 საათამდე, 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებს.
ავტობუსი თბილისის მოედნიდან გავა და ბოლო გაჩერება უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იქნება. ჩაქვის სამარშუტო ხაზზე მგზავრობა 30 თეთრი ღირს, ასევე მოქმედებს ის შეღავათები, რომლებიც პენსიონერებზე, მოსწავლეებზე, პედაგოგებსა და ომის ვეტერანებზე ვრცელდება.