ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, დღეს ივანე მერებიშვილის, როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის ინტრონიზაცია ხდება.
როგორც ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგრეშეE სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი დღეს ვანო მერაბიშვილის როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის ინტრონიზაციას ახდენს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისათვის დასმულ კითხვას, თუ რას აპირებს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, დღეს გაეცა პასუხი.
,,მიხეილ სააკაშვილმა მაშინ პარლამენტში დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა, მას პასუხი დღეს გაეცა. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი, რომელიც აღარ არის პოპულარული და მისი გამოჩენა ხალხისთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, 2013 წელს ის იმ ადამიანით ჩაანაცვლოს, ვინც ახლა ხდება პრემიერ-მინისტრი. დღეს არის ისტორიული დღე, რადგან სწორედ დღეს ხდება ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია, როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის" - განაცხადა ვეფხვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა ჯერ არჩევნები მოიგონ და შემდეგ იტრაბახონ იმ მიღწევებით, რასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აპირებენ.
პარლამენტმა ახალი მთავრობა და მისი პროგრამა უკვე დაამტკიცა.