"თუ უკრაინის პრეზიდენტი სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის საფუძვლების შესახებ კანონს ხელს მოაწერს - ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინული ენის დაღუპვისაკენ გადადგმული ნაბიჯი არამედ ამ ხელისუფლების გარდაცვალებისკენ გადადგმული ნაბიჯიც",_ ეს განცხადება უკრაინელმა ექსპერტმა, უკრაინული ენის ინსტიტუტის დირექტორმა პაველ გრიცენკომ გააკეთა.
"პრეზიდენტმა ამ კანონს ხელი რომც მოაწეროს, რომლის ჩვენებაც გასწორებულ ვარიანტშიც კი შეეშინდათ ექსპერტებისათვის ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინული ენის არამედ ამ ხელისუფლების დაღუპვისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს კანონპროექტი გააკრიტიკა მეცნიერებათა აკადემიამ და ყველა ინსტიტუტმა რომელთაც იგი რეცენზიისათვის მისცეს.ვენეციის კომისიამ", _ განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში "ენების შესახებ" კანონის გამო ხალხი დედაქალაქისკენ უკრაინის ყველა რეგიონიდან დაიძრა, იმისათვის რათა მათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღონ. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა თანამდებობა უკვე დატოვა.
გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პროცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 % სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ამ კანონპროექტს ხელს აუცილებლად მოაწერს.