21 მაისს, მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე იმავე ადამიანებმა მოკლეს, რომლებიც 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ "იზვესტიას" რუსეთის ეროვნული გაერთიანებების კონგრესის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა განუცხადა.
" ეს მკვლელობა ქილერების ჯგუფმა ჩაიდინა. მე მათ ვიცნობ. უფრო მეტიც, ახლახან მათ მიიღეს ახალი შეკვვეთა, ამჯერად ჩემზე. ამიტომაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ინფორმაცია გადავეცი გამოძიებას", - აცხადებს ხომერიკი.
ხომერიკი ირწმუნება, რომ მისი მონაცემებით, ეს ადამიანები სხვა გახმაურებული მკვლელობის უკან დგანან - ისინი უკავშირდებიან ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის საგამოძიებოო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია გენერალ დუმბაძის მკვლელობის ფაქტზე სამი ადამიანის დაკავების შესახებ. სამივე დაკავებული წარმომავლობით ქართველია.
უნდა აღინიშნოს, რომ გენერალმ დუბაძის გარემოცვა ასახელებს კონკრეტულლ ციფრს რაც ქილერებს გენერლის ლიკვიდაციაში გადაუხადეს. საუბარია 150 ათას აშშ დოლარზე. იმავე გარემოცვის ინფორმაციით, ქილერების ბანდაში სულ ექვსი ადამიანია. აჟამად სამის ძებნა მიმდინარეობს.