,,ქლორი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტოქსიკური ნივთიერებაა და აუცილებელია ქლორის კონცენტრაციის შემოწმება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,მწვანეთა" პარტიის თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქლორის გაჟონვა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მოხდებოდა, რის გამოც აუცილებელია შემოწმდეს ქლორის კონცენტრაციის დონე.
"ჩვენ ისიც არ ვიცით საერთოდ თუ არსებობს რაიმე სამსახური ამდაგვარი კატასტროფების წინააღმდეგ საბრძოლველად. საინტერესოა, ის ხალხი ვინც იყო აირწინაღებით, რომ იდგნენ და წყალს ასხამდნენ? ცხადია, როდესაც ქლორის გაჟონვა მოხდა, მისი გავრცელებაც საკმაოდ ფართო არეალზე მოხდებოდა, ამიტომ არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ დიდ რადიუსში ქლორის კონცენტრაცის დონე უნდა გაიზომოს", _ განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელსაც უჭირს საუბარი არის თუ არა საფრთხის შემცველი ჰაერი ლილოს ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, ლილოს დასახლებაში, შპს კრისტალის ტერიტორიაზე, რკინის ცილინდრიდან ქლორმა გაჟონა, რის შედეგადაც 73 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევის შედეგად მძიმეა 18 წლის ლაშა ნარიმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.