პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ივანე მერაბიშვილის განცხადებით, ადამიანებს ექიმებთან სისტემატური ვიზიტის საშუალება ჯანმრთელობის გაუარესებამდეც უნდა ჰქონდეთ.
როგორც მან პარლამენტის სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების 70 % 15 წელია ექიმთან არ ყოფილა და ისინი ექიმს მხოლოდ მდგომარეობის გართულების შემდეგ მიმართავენ.
მისი თქმით, დღემდე ოჯახის ერთი წევრის ავადმყოფობა ტოლფასი იყო ოჯახის გარაღიბების. სადაზღვევო პოლისებით კი ხელმისაწვდომი გახდება სისტემატიური ვიზიტი ექიმებთან, რომ ადამიანებმა დროულად მიხედონ ჯანმრთელობას.
მერაბიშვილის განმარტებით, მთავრობის პროგრამის თანახმად, დაზღვევა სავალდებულო არ იქნება.
"დაზღვევას მიიღებს ყველა ადამიანი ვინც მას მოითხოვს, ასევე იქნება დიფერენციაცია და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები - პედაგოგები, ლტოლვილები, სოციალურად დაუცველები და სხვავები, სხვადასხვა ტიპის პოლისებს მიიღებენ", - დასძინა მერაბიშვილმა.