პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი სამწუხაროს უწოდებს, იმ ფაქტს, რომ თავად და ჯონდი ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან.
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ვანო მერაბიშვილს განუცხადა, რომ
ძველი ბიჭებისა და კრიმინალების ადგილი მისი მთავრობის წევრებმა დაიკავეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ჯონდი ბაღათურიასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და სამწუხაროა, რომ ისინი ყოველთვის ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან. მისივე თქმით, მასთან თანამშრომლობას მომავალ პარლამენტშიც გააგრძელებს და ყველა საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის.
მიუხედავად დარბაზში გამოწვეული ხმამაღალი სიცილისა მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მასთან მომავალშიც იმეგობრებს და ერთად იამაყებენ მიღწეული წარმატებებით.
ახალი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენა საპარლამენტო ფრაქციებში მიმდინარეობს.