,,რუსთავის მედიის მართვის" კომპანიას არაფრისთვის ზიანი არ მიუყენებია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კომპანიის ადვოკატმა დავით კიკალეიშვილმა და აღნიშნა, რომ შენობა თავიდანვე იმ მდგომარეობაში ჩაბარდათ, როგორც დღეს გამოიყურება.
,,ზიანს და გარკვეულ მოქმედებებს, რაც შეეხება, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობისგან ჩემთვის არის ცნობილი ,,რუსთავის მედიის მართვის"კომპანიას არაფრისთვის ზიანი არ მიუყენებია და ის მდგომარეობა, რაც დღეს ფიზიკურად შენობაში არსებობს, ,,რუსთავის მედიის მართვის" კომპანიას ჩაბარდა იმ მდგომარეობით, რაც Dდღეს არის", _ განაცხადა კიკალეიშვილმა.
თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ,,მაესტროს" გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე კატეგორიულად უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ ,,მაესტროს" ხელმძღვანელობა სახლის მეპატრონესთან ერთად ტელეკომპანიის ყოფილ შენობაში სვიდ თვიანი პაუზის შემდეგ შევიდნენ. ტელეკომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, Gგანადგურებული ,,მაესტროს" ტექნიკა და სატელიტზე გადამცემი.