"თავდაცვის მინისტრად უმჯობესი იქნებოდა უფრო კომპეტენტური და თავდაცვის სფეროში ჩახედული ადამიანი დაენიშნათ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ.
,,თავდაცვის მინისტრად დიმიტრი შაშკინის გადაყვანას, რაც შეეხება მისი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ბევრად უფრო კომპეტენტური და ჩახედული ადამიანი წარედგინათ თავდაცვის მინისტრის პოსტზე", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრად განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინია წარდგენილი.