,,ბაჩო ახალაის შსს მინისტრად გადაყვანა მეტყველებს იმაზე, რომ მიხელ სააკაშვილს ძალოვან სტრუქტურებში ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, ვისაც უფრო მეტად ენდობა, - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
"ბაჩო ახალაიას დანიშვნა შსს მინისტრად მეტყველებს იმაზე, რომ მერაბიშვილი ძალოვან სტრუქტურებზე გავლენას დაკარგავს და ახალაიას ძალოვან სტრუქტურებში გამოჩენა, გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტს სჭირდებოდა ძალოვან სტრუქტურებში ისეთი ადამიანი, ვისაც უფრო ენდობა", _ განაცხადა საყვარელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად სწორედ მაშინ დანიშნა, როდესაც თავდაცვის სამინისტროსი ნდობის პრობლემები ჰქონდა.
"ბაჩო ახალაია გახსოვთ ალბათ თავდაცვის მინისტრად მაშინ დაინიშნა, როდესაც სააკაშვილს ამ სისტემაში ნდობის პრობლემა ჰქონდა. Nანალოგიურად როგორც ჩანს, ნდობის ფაქტორი გადამწყვეტი იყო სამთავრობო დანიშვნების საკითხში", - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს დილით გადაეგზავნა. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა შსს მინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალიაა წარდგენილი.