ორი დღეა ლაგოდეხში ადგილობრივი მოსახლეობა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლეის ხევში გადავარდილი 50 წლის მწყემსის ამოყვანას უშედეგოდ ცდილობენ.
50 წლის მამაკაცი სოფელ მსხალგორის უღელტეხილიდან ხევში მაშინ გადავარდა, როცა ცხვარი საძოვარზე გადაჰყავდა.
დაზარალებულს შემთხვევის დროს ძმაც ახლდა, რომელმაც უბედური შემთხვევის შესახებ სოფელს შეატყობინა.
გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის ადგილი ტრანსპორტისთვისაც მიუდგომელია და სამაშველო სამუშაოებს ცუდი ხილვადობაც აფერხებს.
დღეს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაზარალებულის ამოყვანას ვერტმფრენის საშუალებით შეეცდებიან.