დღეს, 3 ივლისს, ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სასტუმრო "აისი" გაიხსნება, რომელიც 37 ოთახში განთავსებულ 71 საწოლს მოიცავს. სასტუმროში განთავსებული იქნება ფიტნეს კლუბი, ბილიარდი, საუნა და რესტორანი.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, დღეს, ძველ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე კიდევ ერთი კოლორიტული სასტუმრო "World Palace" იხსნება, რომელიც 30 სასტუმრო ოთახს, თანამედროვე ინტერიერსა და საუკეთესო სერვისს სთავაზობს სტურმრებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში ტურიზმის განვითარებასთან ერთად ბათუმში მრავალი სასტუმრო და ტურისტული ობიექტი გაიხსნა.