სოფელ ზარდიანთკარში ქართული და ოსური ეროვნების საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ და ქართული პოლიცია მათ უსაფრთხოებას დაიცავს. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ოს სეპარატისტთა ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც თიბილოვი აცხადებს, რომ სოფელ ზარდიათკარში ქართული საგუშაგო უნდა მოიშალოს ან სხვა ადგილზე გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თიბილოვის თქმით, ოსური მოსახლეობა ამ სოფლიდან აყრას აპირებს.
"ამ სოფელში ქართული და ოსური ეროვნების ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და ქართული პოლიცია მათ უსაფრთხოებას დაიცავს", - განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.