"ივანე მერაბიშვილის მიერ გაჟღერებული დაპირებები წინასაარჩევნო ფარსია", _ განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მერაბიშვილის მიერ გახმოვანებული ინიციატივების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დღემდე ხელისუფლების ყველა დაპირება პირგატეხილია.
"ყველა დაპირება არის, ფაქტობრივად, პირგატეხილი. სამწუხაროდ, რა მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაში, ვხედავთ. ადამიანების კერძო საკუთრებას როგორ ეპყრობიან, ვხედავთ. დაპირებები, რომელიც ეხებოდა ქვეყნის გამთლიანებას, არ არის შესრულებული. სიღარიბის დაძლევა არ არის შესრულებული. ამიტომ საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მორიგი ტყუილი და წინასაარჩევნო ფარსია", _ განაცხადა ალასანიამ.