საპარლამენტო უმრავლესობისთვის დასაქმების სახელწმიფო მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძის წარდგენა მოულოდნელი, თუმცა მისაღები იყო.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბიზნესიდან მოსულმა ადამიანმა უკეთ იცის, რა უჭირს ბიზნეს სექტორს იმისათვის და როგორ უნდა დაასაქმოს უფრო მეტი ადამიანი.
„მოულოდნელი იმდენად იყო, რამდენადაც ტრაპაიძე პოლიტიკური ფიგურა არ არის, და შესაძლოა ვინმე ელოდა, რომ მაინცადამაინც პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო ამ საკითხებზე პასუხისმგებელი. პოლიტიკოსსაც აქვს თავისი ხიბლი ასეთ პოსტზე, თუმცა არანაკლებ მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, როდესაც ბიზნესიდან მოსული ადამიანი ინიშნება დასაქმების სახელმწიფო მინისტრად. მან ისიც იცის, რა უჭირთ თავად სამსახურის მაძიებელ მოქალაქეებს და რა ნაკლოვანებები არსებობს ამ კუთხით ქვეყანაში", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, დასაქმების სამინისტროს პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გლდანში, საზოგადოებისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრისას წარადგინა. პაატა ტრაპაიძე "კავკასუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებელია.
პარლამენტი დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მისი დაფინანსების საკითხის განიხილავა ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.