,,ჩვენი მთავრობის ახალი გამოწვევა იქნება უმუშევრობის დამარცხება", _ განაცხადა მერაბიშვილმა ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრისას და აღნიშნა, რომ უმუშევრობის კუთხით საქართველოში ბევრი პრობლემაა.
,,მე, პირადად, ვაპირებ საქართველოში უმუშევრობას შევებრძოლო ისევე, როგორც ვებრძოდი წლების განმავლობაში კრიმინალსა და კორუფციას. მე მინდა საქართველოში მნიშვნელოვნად შევცვალო ვითარება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არა გვაქვს სრული ინფორმაცია საქართველოს უმუშევრობის შესახებ, თუ რა ტიპის, რა პროფესიის ადამიანები ვერ პოულობენ საქართველოში სამსახურს. ზუსტად არ ვიცით რა ტიპის პროფესიებსა და ჩვევებზეა მოთხოვნა საქართველოში. გასაკეთებელი არის ძალიან ბევრი, რადგან უმუშევრობა ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს აქვს. ამ სენს ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და დავამარცხოთ", - განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილი მთავრობის შემადგენლობას დასამტკიცებლად პარლამენტს დღეს წარუდგენს.