,,როდესაც რაიმე ტიპის თამაში ხდება სათამაშოების შეცვლა ჩვეულებრივი პროცესია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდეს.
,,შესაძლებელია შეიცვალოს სხვა მინისტრებიც, რადგან როდესაც რაიმე ტიპის თამაში ხდება სათამაშოების შეცვლა ჩვეულებრივი პროცესია, რადგან ეს ფორმა ამომრჩევლის გახალისების ერთ-ერთი საშუალებაა. ცხადია, რომ პრეზიდენტს ახალი სახეების მოძიება უჭირს და დიდი ალბათობით ალბათ საკადრო ცვლილებების განხორციელება მოხდება", - განაცხადა ცისკარიშვილმა
შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი წარადგინა.