"ვანო მერაბიშვილს პრემიერად ყოფნა მხოლოდ სამი თვე მოუწევს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
"ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნას მნიშვნელოვან დატვირთვას ორი ფაქტორის გამო ვერ მივანიჭებ. ერთი ის არის, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და მეორე, ვანო მერაბიშვილს მხოლოდ სამ თვე მოუწევს პრემიერ-მინისტრობა", _ განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერაბიშვილს ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომრად ამზადებენ ხელისუფლების საქმე ძალიან ცუდად ყოფილა.
"კარგად ყოფილა ხელისუფლების საქმე, თუ ვანო მერაბიშვილის გარდა სხვა სიის პირველი ნომერი არ ეყოლებათ", _ განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. ამასთან ვრცელდება, ინფორმაცია რომ შესაძლოა ვანო მერაბიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყოს.