ვანო მერაბიშვილი ისეთივე წარმატებული პრემიერი იქნება, როგორი წარმატებულიც შს მინისტრობის დროს იყო განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა.
,,ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნისას ძალიან ეფექტური და რეფორმატორი მინისტრი, რეფორმების კონკრეტული შედეგებით იყო. ეს კონკრეტული შედეგები კი არის პირველ რიგში საქართველოში დანაშაულის დამარცხება, კორუფციის პრაქტიკულად ნულამდე დაყვანა. ბუნებრივია, შესაძლოა მერაბიშვილი ამ საქმეში მარტო არ იყო და თავის გუნდი ჰყავდა, მაგრამ ის ამ გუნდის ხელმძღვანელი იყო და ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას პირადადაც იღებდა. ამასთან მას აქვს ეკონომიკურ პროექტებში ჩართულობის ძალიან კარგი გამოცდილება. Aამიტომ განახლებული პროგრამა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს იქნება ეფექტურად წარმართული იმ გუნდის მიერ, რომელსაც მერაბიშვილი უხელმძღვანელებს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად წარადგინა.