უმრავლესობის წარმომადგენლები შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენას მიესალმებიან.
,,პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის შესახებ პოზიტურად და დადებითად შევაფასებ", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის წარმომადგენელმა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი ვანო მერაბიშვილის ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომრად დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
,,ლოგიკურად ადამიანი პრემიერ-მინისტრად ახლა დაინიშნა და უნდა წარმოადგინოს მთავრობის მოქმედების ახალი გეგმა, ჩვენი პრიორიტეტები, ამიტომ რა შუაშია სიის პირველი ნომრობა და პარლამენტში შესვლა ვერ ვხვდები", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი დაასახელა.