ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული - მეტი სარგებელი ხალხს, - განაცხადა საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.
"ჩემთვის დიდი პატივია ეს ახალი თანამდებობდა. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხიმგებლობა. ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული - მეტი სარგებელი ხალხს. დადგა დრო საქართველოში ჩვენი განვითარების, ჩვენი მოდერნიზაციის, ჩვენი მიღწევის შედეგი იგრძნოს თითოეულმა ქართველმა და თითოეულმა ქართულმა ოჯახმა", - განაცხადა მერაბიშვილმა.