კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არჩევნებს უკავშირებს.
ბესელია აცხადებს, რომ საზოგადეობისთვის შს მინისტრის დანიშვნის შემდეგ, ცნობილი გახდება, თუ რისთვის გაკეთდა კონკრეტული სამთავრობო ცვლილება.
"ვფიქრობ მალე გამოჩდება რისთვის გაკეთდა ეს ცვლილება და ამაზე პასუხი იქნება - მერაბიშვილი შემცვლელი. თუ ეს ახალიაა, ცხადია რომ არჩევნებს პოლიცია ატარებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენა" ეკა ბესელიამ.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მალე ისიც გახდება ცხადი, თუ რას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე.
"ამავე დროს მალე გამოჩდება სააკაშვილი რას გეგმავს არჩევნებამდე", - განაცხადა ბესელიამ.