როცა ადამიანი გინდა მოაშორიო ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით სარგებლობს ის არ უნდა მოიშორო, ის უნდა დააწინაურო, - ასე აფასებს პოლოტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ფაქტს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი რეალურად არის პრეზიდენტის თანაშემწე, რომლის დაქვემდებარებაში ძალოვანი მინისტრები არ შედიან.
"პრემიერ-მინისტრი არის პრეზიდენტის თანაშემწე. პრეზიდენტს შეუძლია შეაწყვეტინოს სხდომა და თავად წაიყვანოს. მახსენდება ერთი ფრაგმენტი - როდესაც ედუარდ შევარდნაძემ სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის პოპსტიდან გადადგომის შსახებ განაცხადა, მიხეილ გორბაჩოვმა აუდიტორიას უთხრა - მე მის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ვაპრებდიო", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძე.
ცნობისთვის, შს მინისტრის პოსტზე კულუარებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას კანდიდატურები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წარადგინა. მან ამ პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს. ცნობილი გახდა, რომ ნიკა გილაური „საპარტნიორო ფონდს" უხელმძღვანელებს.