შემსრულებლობისა და დაუნდობლობის თვალსაზრისით დიმიტრი შაშკინი და ბაჩო ახალაია ერთი და იგივე ფიგურაა, - ასე აფასებს პოლოტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს მინისტრის პოსტზე დიმიტრი შაშკინის, ან ბაჩო ახალაიას შესაძლო დანიშვნას.
მისი თქმით, ბაჩო ახალაია და დიმირი შაშკინი შემსრულებლობის თვალსაზრისით ერთი და იგივე ფიგურაა.
"ეს ერთი და იგივე ფიგურაა. ერთს წევერები აქვს, მეორეს - არა. შემსრულებლობისა და დაუნდობლობის თვალსაზრისით კი ერთი და იგივეა. ისინი არ გამოიჩენენ ინიციატივას, რომ ვთქვათ არ დაარბიონ. იქნება ბრანება შეასრულებენ. ზოგადად, დარბევა წამგებიანი ხელისუფლებისთვის და სააკაშვილისთვის. თუმცა, როგორ ჩანს იმის თქმაც, რა არის მისთვის წაგებიანი და რა არა, შეუძლებელია", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძე.
ცნობისთვის, შს მინისტრის პოსტზე კულუარებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას კანდიდატურები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წარადგინა. მან ამ პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს. ცნობილი გახდა, რომ ნიკა გილაური „საპარტნიორო ფონდს" უხელმძღვანელებს.