არ არის გამორიცხული ვანო მერაბიშვილის შსს-ს მინისტრობიდან გათავისუფლება მისდამი უნდობლობას უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლოტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, იყო ჭორები, რომ პრეზიდენტი ითხოვდა დარბევას და მერაბიშვილი ამბობდა უარს რაც შეიძლება,მისი ძალოვანის უწყებიდან ჩამოშორების მიზეზი გახდა.
"იყო ჭორები, რომ პრეზიდენტი ითხოვდა დარბევას და მერაბიშვილი ამბობდა უარს. შეიძლება ეს იყოს მიზეზი. ეტყობა, ეს ხმები მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს. ფაქტია, რაღაც არის ისეთი, რაც ბოლო დროს მოხდა სახელისუფლო სამყაროში. პარლამენტმა მუშაობა დაასრულა და მერე იცვლება პრემიერ-მინისტრი. ეს პარლამეტნის დახურვამდე შეიძლებოდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წარადგინა. მან ამ პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს, ასევე უცნობია ნიკა გილაურის პოლიტიკური კარიერაც.
აღნიშნული ცვლილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.