უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე მიიჩნევს, რომ ახლა საბჭოთა კავშირის აღდგენის საფრთხე მართლაც არსებობს.
"რაც შეეხება თეზისს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა უკრაინაში ვიზიტისას, მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოსათვის ეს მართლაც საფრთხეა, მიმაჩნია, რომ უკრაინისთვისაც, იმიტომ, რომ საქართველომაც და უკრაინამაც 21 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო",_ აცხადებს გრიგოლ ქათამაძე და აღნიშნავს, რომ "მართლაც ის რაც დღეს ხდება ევრაზიულ კავშირთან და საბაჟო კავშირთან მიმართებაში შესაძლოა საბჭოთა კავშირის აღდგენად მივიჩნიოთ".
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უკრაინაში ყოფნისას განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირის შექმნა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოევბას ემუქრება.