კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ჭიმავს დროს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა.
"მაქსიმალურად ჭიმავენ დროს, გადააჭარბეს დანიშნულ დროსაც კი, ერთადერთი მიზეზით, რომ არ გავიტანოთ როგორმე გარეთ, სტრასბურგში. ახლა დარჩა უზენაესი, უზენაესიც მალე ჩაივლის. ამასაც გადაქაჩავენ მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება. რამდებადაც კარგად იცით, რომ აბსოლუტურად უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა და ჭიმავენ მხოლოდ ერთი მიზეზით: როგორმე არ გავიტანო სტრასბურგში", - განაცხადა მან.