აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის რწმუნებული, ადილ ტურსუნოვი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ ადილ ტურსუნოვს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
როგორც შეხვედრაზე ადილ ტურსუნოვმა აღნიშნა, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული, თუმცა აუცილებელია, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, ისაუბრა აჭარაში ყაზახური ინვესტიციების ზრდაზე.
აჭარაში სტუმრობისას ადილ ტურსუნოვმა ბათუმის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერა.