წალენჯიხის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღუდგება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა ქარდავამ განაცხადა, ამ დროისთვის წალენჯიხის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
,,წალენჯიხაში ამ ეტაპზე გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები. ამ დრომდე აღდგენილი არაა ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა საღამომდე აუცილებლად აღდგება", _ განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ოჯახი ამ დროისთვის წალენჯიხის საჯარო სკოლაში არიან გადაყვანილი.
,,სტიქიის შედეგად დამეწყრილი ოჯახი, სკოლის შენობაში გადავიყვანეთ", - განაცხადა მამუკა ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიის შედეგად ჩაიხერგა გზები და დაინგრა ხიდები.