ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტის „შემოიარე საქართველოს" ფარგლებში ხვალ 30 ივნისს, გორის ციხიხის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 - 21:00 საათამდე მოეწყობა „კოსტუმირებული ტეატრალური წარმოდგენა - კარნავალი," რაც გულისხმობს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მიერ ისტორიული ფაქტებისა და გმირების გაცოცხლებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან: ბერიკები, „შავნაბადოსნები" რომლებიც ქათულ საბრძოლო ხელოვნებას განასახიერებენ, გაიმართება წარმოდგენა „სტუმარ-მასპინძელი", საღამო გაფორმდება ხალხური სიმღერებით, სუხიშვილების მუსიკოსები წარმოადგენენ ძველი ხალხური საკრავების პროგრამას. წარმოდგენები გაიმართება გორის ციხის 6 სხვადასხვა ადგილას. ღონისძიება დაიხურება ცეცხლოვანი პერფორმანსით.
კარნავალს ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის. დასწრება უფასოა და ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი.
პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია „შემოიარე საქართველო" და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.
გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.