გეოლოგები კახეთსა და მცხეთა - მთიანეთში ღვარცოფებს, ხოლო სამეგრელოსა და სვანეთში მეწყერს ვარაუდობენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 2 ივლისამდე უხვი ნალექია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ორი დღის განმავლობაში საქართველოს პატარა მდინარეებში წყალმოვარდნები და ნიაღვრებია მოსალოდნელი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3-4 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში დღისით, 25-28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღამით კი 16 გრადუსი სითბო იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
მცხეთა-მთიანეთში დღისით 23-26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღამით კი 9 გრადისი სითბო იქნება.