"ქრისტიან-დემოკრატები,, მიიჩნევენ, რომ არჩევნების დღეს, მაუწყებლების ტრანზიტის ვალდებულების შეწყვეტა კანონში ნაღმის ჩადებას ნიშნავს.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ე.წ. "Mast Carry"-სთან დაკავშირებით, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისა,ს დებატები კვლავ საკაბელოებისათვის ვალდებულების ვადების გაგრძელებამ გამიწვია.
ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოპკრატების,, თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის განცხადებით, გადაწყვეტილება მედიაში ორთვიანი თავისუფალი რეჟიმის დაწესების შესახებ დადებითია, თუმცა არჩევნების დღეს მისი შეწყვეტა ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ნახევარფაბრიკატი. საპარლამენტო უმრავლესობას ახვლედიანმა ქართული ანდაზა შეახსენა: ,,მიუჩვეველს ნუ შეაჩვევ, შეჩვეულს ნუ გადააჩვევ,, და მოუწოდა რომ კანონში ნაღმს ნუ ჩადებენ.
"არჩევნების შედეგები არის ყველაზე მთავარი მოსახლეობისთვის და ყველაზე მარალი პოლიტიკური ტემპერატურის პირობებში, საინფორმაციო არხების გათიშვა ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ვადის გაგრძელება საკაბელოებისთვის" - აღნიშნა ახვლედიანმა.
არჩევნების დღეს საკაბელოებისათვის ვალდებულების შეწყვეტა, დენთის კასრის აფეთქებას შეადარა ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემაც. მისი თქმით, მმართველი გუბნდისგან ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაუგრძელდეს ვალდებულება საკაბელოებს არჩევნების პროცესის დასრულებამდე, გარდა იმისა, რომ მათ არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ეშინიათ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, მოსახლეობისათვის, ყველა სახის ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ასევე ყველგან.
,,მიუხედავად ამისა, გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯი საკაბელოების დავალდებულების სახით. ამის მიზანია, მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და მას მნიშვნელობა არა აქვს არჩევნების მერე. დარწმუნებული ვარ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება,, - აღნიშნა მინაშვილმა.
პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო და საბოლოოდ - მესამე მოსმენით დღესვე უყრის კენჭს.