"ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ქართველმა ხალხმა მიანიჭა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. Mმისივე თქმით, ,,ქართული ოცნება" ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე აუცილებლად გაიმარჯვებს და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდება.
,,ცხადია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო და არაკანონიერია. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ქართველმა ხალხმა მიანიჭა და ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად იქნება, თუ არ იქნება საქართველოს მოქალაქე შემოდგომაზე გავიმარჯვებთ და ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრი გახდება", _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიანიჭა.