"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეშინებული და უსუსური ხელისუფლების ბოლო აკორდია", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებას განაჩენს ოქტომბერში გამოუტანს .
,,ხელისუფლება ცხადია, რომ რაღაც თამაშებს გვეთამაშება. Eეს არის უსუსური, შეშინებული ხელისუფლების გადაწყვეტილება. პრინციპში შეიძლება ითქვას, ეს ხელისუფლების ბოლო აკორდებია. სამწუხაროდ, მიელ სააკაშვილს არ უნდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არც იმის ღირსება და მორალი აქვს იფიქროს ქვეყნის მომავალზე. ,,ქართული ოცნება" ყველანაირად ეცდება პროცესები არჩევნებამდე მიიყვანოს და ხელისუფლებას განაჩენი არჩევნებზე გამოუტანოს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვიქტორ დოლიძემ
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ივანიშვილს მოქალაქეობა არ მიანიჭა.